თეგი: ხავიერ კოლომინა

ხავიერ კოლომინა: საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. „ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო.  NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები.

ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლება NATO-GEO EX 2022-ზე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს. ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2022, ქმნის შესაძლებლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს გაუზიარონ გამოცდილება, უნარები, ცოდნა და განავითარონ როგორც მათი მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ასევე, NATO-ს წევრების ძალებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეფექტურად მოქმედების უნარები. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სწავლება ასევე იქნება ერთგვარი პლატფორმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების შესამოწმებლად და კონსოლიდაციისთვის, რომ შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები, ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ეფუძნება მრავალ სამოქალაქო და სამხედრო აქტორთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. „ეს წვრთნები არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მრავალეროვნული, კრიზისზე რეაგირების სწავლება, რომელიც ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. NATO-საქართველოს წვრთნები 2022 ტარდება გამჭვირვალედ, NATO-ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, NATO-ს პროცედურების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო.  NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება.

NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს. „NATO არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.  

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი: NATO ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

NATO არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ „ტვიტერის" გვერდზე განაცხადა. „ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კოლომინამ. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი

NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. „შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. NATO-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ამასთან, ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, - განაცხადა კოლომინამ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება  

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას უმასპინძლეს. პარლამენტის ცნობით, სტუმარმა კომიტეტის წევრებს NATO-ს გენერალური მდივნის გზავნილები და საქართველო-NATO-ს პარტნიორულ ურთიერთობებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხედვები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მომეტებული საფრთხეების შესაკავებლად, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდა.  „ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 2022 წლის 6-7 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ მოკავშირეების გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდის თაობაზე. მაგრამ, უპირველესი, უალტერნატივო და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც შემჭიდროვებულ ვადებშია გადასადგმელი, არის NATO-ს გაფართოება და თავისუფალი დემოკრატიების ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებით დაზღვევა და გადაფარვა. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას. მივესალმებით იმის ხაზგასმას, რომ დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა, რომ ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები, რომ ვერცერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, კოორდინაციას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ, ირაკლი ბერაიამ და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.  „NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ დადგა დრო, საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაბიჯები და საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, სათანადოდ იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  „პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემები და ასევე ის პოლიტიკური საკითხებიც, რომელთა განხილვაც აუცილებელია თქვენს ხელისუფლებასთან. NATO-საქართველოს ურთიერთობა ძალიან წარმატებულია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა და პრაქტიკული ასპექტები ერთობ წარმატებულია და ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ჩვენი რწმენით, იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ პარლამენტის ცნობით. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.  

ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. თბილისიდან ის აზერბაიჯანში მიემგზავრება. ანალოგიური ტურნე ჰქონდა მას 2021 წელსაც, როდესაც ოქტომბერში სტუმრობდა საქართველოს. ხავიერ კოლომინამ 27 აპრილს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ დისკუსიების დიდი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ომს ეთმობა. „რა თქმა უნდა, ჩემი შეხვედრების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს. ერთ-ერთი პასუხია მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებიც ჩვენი აზრით, შეიძლება, ყველაზე მეტად დააზარალოს საფრთხემ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“, -  – განაცხადა ხავიერ კოლომინამ მედიასთან. მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც გაზრდება მხარდაჭერა და ის საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. „შეხვედრა მქონდა პარლამენტის სპიკერთან, შემდეგ კი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ასევე, იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რის შესახებაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვსაუბრობთ. თქვენ იცით, რომ NATO-სა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს, გვაქვს ბრწყინვალე პრაქტიკული თანამშრომლობა. ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ვფიქრობთ ჩვენი, რომ იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს, რაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვაქვს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა მოლაპარაკებები. უფრო ადრე კი, ხავიერ კოლომინას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.  

ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს

საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხ​აზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა NATO-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა NATO-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი  

ხავიერ კოლომინას თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „მხარეებმა, აგრეთვე მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება  

NATO სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

NATO ხავიერ კოლომინას რეგიონულ ტურნეს აჯამებს. ალიანსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში. „გასულ კვირას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ხავიერ კოლომინამ ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართა. საქართველოში, მან ასევე პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებს და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. ხავიერ კოლომინამ ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელიც გასულ თვეს ასევე იმყოფებოდა საქართველოში. ჯეიმს აპატურაიმ NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია დაიკავა. ასევე წაიკითხეთ NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO  

საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს -  NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა რომ წელიწადნახევარია, საქართველოში რეფორმების პროცესები გაჩერებულია. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობით. თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. ეს რეფორმები მრავალი ფორმით იყო მოთხოვნილი. ბოლოს ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში 10 რეკომენდაცია აღვნიშნეთ. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ. ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა. როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეები შეშფოთებულები ვართ. ასე რომ, ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც ჰქონდა“, - განაცხადა კოლომინამ „ფორმულას“ ცნობით.  

NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან საუბრობს. NATO-ს ოფიციალური წამომადგენელი ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს, აღნიშნავს NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან. „ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“, - ამბობს NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 27 აპრილს მოუსმენენ. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, რომელსაც მანამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ამავე თემაზე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO ექსკლუზივი: კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები  

NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა

NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  „პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ“. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ხავიერ კოლომინა: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი NATO-ს მხარდაჭერა ურყევია

„ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. NATO-ს სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ხავიერ კოლომინამ Europetime-ის შეკითხვებს უპასუხა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.  

NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით

NATO-ში 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა“, - აღნიშნავს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.  ინფორმაციისთვის, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა.  

NATO: ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა NATO-საქართველოს ურთიერთობები. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა“, - აღნიშნავს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე

ექსკლუზივი NATO-ს ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინასთან. მადრიდის სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime ხავიერ კოლომინასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ET: რას გვეტყოდით უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და NATO-ზე მის გავლენებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ შედეგებს და ზოგადად, როგორ ხედავთ ალიანსის ურთიერთობას რუსეთთან? რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ზარალს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის წინააღმდეგ წარუმატებელი შეტევის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ძალების კონცენტრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში ახდენს. რუსეთი ახლა ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობითაა მსხვერპლი. რუსი სამხედროები განურჩევლად ახორციელებენ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აგრესიას. სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ. ამ ფონზე NATO ორი პარალელური პრიორიტეტის განხორციელების მიზნით, მუშაობას განაგრძობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, ვიცავთ რა, NATO-ს ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ მოხდეს ამ ომის ესკალაცია მოკავშირეთა ტერიტორიაზე. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს უკრაინას, მათ შორის აღჭურვილობით, ფინანსური მხარდაჭერითა და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნით. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიაწოდეს. ყოველივე ეს ცვლის სურათს ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას, უზრუნველყოს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მილიონობით ლტოლვილის მიღების გზით. უკრაინა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სამხედრო ტექნიკით ძლიერდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ჩვენი პასუხი სწრაფი და ერთიანი იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი ერები. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება NATO-ს უშუალო მეთაურობის ქვეშ, რომელსაც ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები უჭერს მხარს. ეს არის რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მიზნად ვისახავთ არა კონფლიქტის პროვოცირებას, არამედ, მის აღკვეთას და მშვიდობის აღდგენას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ET: რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს. უკრაინაში ომის პირობებში, რა არის ის საფუძვლები, რომლებსაც ალიანსი მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა? შეიცვალა რაიმე ძირეულად? უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ET: რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? როგორც აღვნიშნე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე. ET: რა იქნება სამიტის მთავარი აქცენტი და რას იტყვით უკრაინაზე? მომავალ კვირას მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას. ET: რას ფიქრობთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის შეშფოთების მიზეზები სამიტამდე შეიძლება, რომ აღმოიფხვრას? ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ჩვენს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისტორიულია. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ისინი აგზავნიან მკაფიო გზავნილს: დაშინება არ მუშაობს; და NATO-ს კარი ღია რჩება“. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორივე ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს ასევე გააძლიერებს NATO-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი და შვედეთი არიან ძლიერი დემოკრატიები და მედეგი საზოგადოებები, აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები - მათ შორის მნიშვნელოვანი რეზერვები და მოწინავე თვითმფრინავები, და, საზღვაო ძალები. შეუძლიათ, NATO-სთან ერთად იმუშაონ. ისინი არიან დიდი ხნის კონტრიბუტორი NATO-ს წინა და მიმდინარე მისიებში (ავღანეთში, კოსოვოში და ერაყში), ასევე, NATO-სა და მოკავშირეების წვრთნებში. როგორც გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ფინეთისა და შვედეთის გზაზე, რათა შეუერთდნენ ჩვენს ალიანსს; როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს; როდესაც მოკავშირე აყენებს შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით და ვპოულობთ საერთო ენას; ასე რომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ თურქეთის უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებებთან მიმართებით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, სტრატეგიული მდებარეობით, მთავარ როლს ასრულებს შავ ზღვაში, სირიასა და ერაყს ესაზღვრება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თურქეთი ასევე არის NATO-ს მოკავშირე, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის PKK-ის მიზეზით გამოწვეული. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ, კონსტრუქციული სულისკვეთებით, რათა ვიპოვოთ ერთიანი გზა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ გაფართოება იყო ისტორიული წარმატება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა, რადგან თაობის უდიდესი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ. ნება მომეცით დავამატო, რომ უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინეთი და შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე განაცხადების მიღებამდე იყვნენ. ბევრმა მოკავშირემ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულებები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების მიმართ; და NATO-მ გაზარდა ჩვენი ყოფნა ბალტიის ზღვაში, მათ შორის მეტი წვრთნით; მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ჩაერთნენ რამდენიმე მოკავშირეთა წვრთნებში ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის BALTOPS-ში, რომელიც აერთიანებს 7500 პერსონალს 14 მოკავშირიდან - მათ შორის თურქეთიდან. ეს არის NATO-ს ერთგულების აშკარა დემონსტრირება ამ რეგიონის მიმართ.

დღეს NATO-ს სამიტი იწყება

NATO-ს ლიდერები მადრიდში, ესპანეთში იკრიბებიან, რათა განიხილონ ალიანსის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევბი. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს.  მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.  უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამიტს წინასწარი ინფორმაციით, ვიდეოჩართვით დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ხავიერ კოლომინა: საოცარი მატჩი ვნახეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის, ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს ამ დიდ გამარჯვებას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას Twitter-ზე გამოეხმაურა. „საოცარი მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ჩემს სამშობლო ესპანეთსა და საქართველოს შორის. ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს, ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.  

ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა.  ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო მისივე თქმით, NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას. „ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.  

ხავიერ კოლომინა: NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთის ომზე უკრაინის  წინააღმდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 14 წელია, რაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილები. დღემდე რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველი დევნილი გახდა. როგორც 2022 წლის მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, - აცხადებს კოლომინა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო - ნატოს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც დინამიურად ვითარდება და ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა. შეხევდრისას განიხილეს საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.  შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხავიერ კოლომინა: ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას განაგრძობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს, ევროკავშირსა და აშშ-ს, ომში საქართველოს ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% პროცენტი ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. „ეს ის საკითხია, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვხედავთ, მთლიანობაში ასევე შემაშფოთებელია და არ მოგვწონს. ამასთან, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. გარკვეული სივრცე არსებობს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და იმ ერთიანობას შორის, რაც მოსახლეობაში არსებობს. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ რეაგირებს. ჩვენ გვჭირდება გზავნილების მიტანა, რასაც მე ვაკეთებ, მიმაქვს გზავნილები თქვენს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან. ფუნდამენტურია იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა საერთოდ არ გვეხმარება. „ქართული ოცნების“ ოთხ ყოფილ დეპუტატზე, ამ თემაზე ვისაუბრე და წამოვჭერი ეს საკითხი. კრიტიკა, რომელსაც ისინი გამოხატავენ აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მიმართ, ვუთხარი, რომ ეს სავსებით უსაგნოა. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გაემიჯნა ამას. მან მკაფიოდ თქვა, რომ ამ რიტორიკას მხარს არ უჭერს. პრემიერის პოზიცია მოვისმინე. მთლიანობაში, ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. NDI-ის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებული კვლევით, ახალი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა.

ხავიერ კოლომინა: იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ

„იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ, ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. სზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კოლომინამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ხედავს მზაობას პოლიტიკურ სპექტრში, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს. კოლომინამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცება მიიღო ხელისუფლებისგან, ხოლო ოპოზიციას ხვალ ხვდება. „ოპოზიციასთან საუბრის შესაძლებლობა ხვალ მექნება; ხელისუფლებისგან დღეს მივიღე მტკიცება; ვნახავთ, რა იქნება. სკეპტიციზმის საფუძველი გვაქვს, წარსულის გამოცდილების გამო. გასულ წლებში რეფორმების განხორციელების პროცესი შენელდა, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაეტოვებინა 19 აპრილი შეთანხმება, რაზეც ძალიან შეშფოთებული ვიყავით. მქონდა შეხვედრები სხვადსხვა ქვეყნის ელჩებთან, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩთან. ისინი, რასაკვირველია, იზიარებენ გარკვეულ სკეპტიციზმს, მაგრამ ვნახავთ. მივიღე მტკიცება. როგორც საქართველოს მეგობარმა, მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. ამას თქვენთვის აკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის შესაძლებლობის მომენტი, ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომელიც მუდმივად იქნება. მატარებელზე უნდა მოხვდეთ და იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და ის რეფორმები გაატაროთ, რომელზეც მიგითითებთ. არ ვიცით, რა მოხდება, თუ მზად არ იქნებით და მატარებელზე ვერ მოხვდებით, მაგრამ შესაძლებლობა არსებობს ახლა და ამით უნდა ისარგებლოთ“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა. Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით თავად კოლომინამაც გააკეთა კომენტარი. „შთამბეჭდავი ვიზიტი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერგნეთში, სადაც ადგილზე დავინახე არსებულ რეალობა. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. განსაკუთრებულად აქტუალური გზავნილი რუსეთის მიერ ფიქტიური რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისას უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.  

NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ

Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას განიხილავს იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც NATO-მ საქართველოს მხარდასაჭერად სამიტზე, მადრიდში შეათანხმა. „ამ კვირაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, იმყოფება საქართველოში, რომელიც ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. ვიზიტის განმავლობაში ბატონი კოლომინა აწარმოებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, საქართველოს ოპოზიციურ სპექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხავიერ კოლომინამ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-მ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერა დაამტკიცა. მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან

ხავიერ კოლომინა: არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობაზე, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი", - აცხადებს კოლომინა „ამერიკის ხმის“ ცნობით. ხავიერ კოლომინამ საქართველოში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. „ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი, იმ შესაძლებლობის გააზრებაა, რომელიც მჯერა, რომ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილებისა და 12 რეკომენდაციის შემდეგ. NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ 12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც NATO-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას, არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიას ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის უახლოეს მომავალში განახორციელებს. NATO ვიზიტის დაგეგმვაზე მუშაობს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში შედგება. „NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ორჯერ ეწვია უკვე საქართველოს და ველით, რომ ის რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის მთიან ყარაბაღში. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ორივე მხარეს, რათა მხარეებმა იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.  საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს თბილისი შესთავაზა პლატფორმად. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი მართავენ შეხვედრას, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ პარტნიორებს“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.

NATO სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. NATO-ს ინფორმაციით, კოლომინას ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილია. კოლომინა სომხეთში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. აზერბაიჯანში ხავიერ კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ოფიციალურმა პირმა განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე. მან თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე, მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხავიერ კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოსალოდნელ ვიზიტზე, უფრო ადრე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად.  ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „პირდაპირი დიალოგი არის გასაღები საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

NATO თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ „NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით“.  „საქართველოსთვის, როგორც NATO -ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, - წერს კოლომინა Twitter-ზე.  

NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი პროტესტი გამოიწვია, ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება - კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. „NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ რეფორმების ინკლუზიურ დღის წესრიგს, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წინ წაიწიოს”, - წერს კოლომინა Twitter-ზე.

ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაუდასტურეს. ვიზიტის საბოლოო თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ხავიერ კოლომინა საქართველოში მიმდინარე თვეში ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში  

არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა მიიღო. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. მირზოიანმა კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში ბოლო დისკუსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სომხური მედიის ცნობით, მირზოიანმა NATO-ელ ოფიციალურ პირს მთავარ საკითხებზე სომხური მხარის ხედვა გააცნო. რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ხაზი გაუსვა „აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული პოლიტიკისა“ და პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას“, „რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოლაპარაკებებში პროგრესის თვალსაზრისით“. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობით დაინტერესებული აქტორების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას. ცნობისთვის, ხავიერ კოლომინა საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ის საქართველოს დღეს, გვიან საღამოს ეწვევა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.  საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.  

ხავიერ კოლომინა თბილისშია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოშია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ამ დროისთვის კოლომინა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მართავს შეხვედრას. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა  

სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ხავიერ კოლომინა თბილისშია შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.  

შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ესაუბრა - პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე. სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ NATO-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.  

არსებობს ძლიერი შეშფოთება რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით - ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თბილისში განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდება ძლიერი კომუნიკე, რაც იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია ომის შემდეგ. კოლომინას თქმით, საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება.  ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე ხავიერ კოლომინას განცხადებით, NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა არის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს და არსებობს ძლიერი შეშფოთებები რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით. "საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, იყო და იქნება. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს", - აღნინშნა ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა.  ის მიესალმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და აღნიშნა, რომ ხსებული კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.  

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოში ჩამოდის

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში ხვალ ჩამოდის. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში  

ხავიერ კოლომინა: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, კოლომინამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე მისივე თქმით, ეს ქმნის რუსეთისთვის გარკვეულ სივრცეს სანქციების პოტენციურად გვერდის ასავლელად.   მან საქართველოს მხრიდან კარგი სამუშაოს შესრულებას გაუსვა ხაზი, თუმცა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითა. ამასთან, მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საფრთხე თავიდან აირიდოს.   

ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე

უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან, შინაარსთან მიმართებითაც ველით, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები სამიტის კომუნიკეში აისახება ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე საქართველო სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თბილისში განაცხადა. მისი თქმით, სამიტზე დამტკიცდება ძლიერი კომუნიკე, რაც იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია ომის შემდეგ. კოლომინას თქმით, საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება.  „ჯერ ისევ გადაწყვეტის პროცესში ვართ, როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი. ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტში მონაწილეობდა და ბევრი პარტნიორი მაშინ წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. საბოლოო ჯამში, საკითხი არ ეხება, ვინ ესწრება სამიტს. ჩვენ საქართველოს ერთგულნი ვართ და მოწოდებული ვართ, რომ ასე გაგრძელდეს, იმის მიუხედავად, ვინ წარმოადგენს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდში და გვსურს შეფასება, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს დამტკიცდება იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია და ასევე ველოდები, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი და მასში თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები აისახება”, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინას განცხადებით, NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა არის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს და არსებობს ძლიერი შეშფოთებები რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით. ის მიესალმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და აღნიშნა, რომ ხსებული კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. "მე გადავეცი შეშფოთება რეფორმების ტემპის და არამხოლოდ ტემპის, არამედ, ზოგიერთი რეფორმის შინაარსთან მიმართებითაც. ასევე, ძალიან ნათლად დავაფიქსირე შეშფოთება "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" გამო. ჩვენი აზრით, ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენს პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ. მე გამოვთქვი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის გამო. ეს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და ცესკოსთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმებს ეხება. ასევე, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით რეფორმები შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის". „საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, იყო და იქნება. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს", - აღნინშნა ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა. ხავიერ კოლომინამ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. მისივე თქმით, ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს რუსეთის მხრიდან პოტენციურად გვერდის ავლისთვის. მან საქართველოს მხრიდან კარგი სამუშაოს შესრულებას გაუსვა ხაზი, თუმცა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითა. ამასთან, მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საფრთხე თავიდან აირიდოს. „ჩვენი პოზიციაა - შეშფოთება. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და მთავრობის წევრის მხრიდან. ეს არის კრიტიკული მომენტი, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ეს არის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს ასევე შემაშფოთებელია, რადგან ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდებისთვის“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.  მისივე თქმით, საკმაოდ „მკაფიონი არიან ხელისუფლებასთან“, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მოუწოდეს მთავრობას,  შესაბამისი ზომები მიიღოს, რომ ეს არ დაუშვას. კოლომინას თქმით, პარტნიორებისგან და მათ შორის ძალიან ღირებული პარტნიორებისგან, როგორცაა საქართველო, ელიან, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იქნება პრიორიტეტული ვილნიუსში, 11-12 ივლისს, NATO-ს სამიტზე. ხავიერ კოლომინა საქართველოში 23 მაისს ჩამოვიდა რეგიონული ტურნეს ფარგლებში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს თბილისში, ხვალ განაგრძობს. ის უკვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. დღის ბოლოს, ხავიერ კოლომინა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის”, პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო - საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს. ამავე ოფისში მან მოლაპარაკებები გამართა დიპლომატებთან, მათ შორის ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან.  

ხავიერ კოლომინა: NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართული შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ რეფორმების ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო.  მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე არსებობს ძლიერი შეშფოთება რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით - ხავიერ კოლომინა „NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, - აცხადებს ხავიერ კოლომინა. საქართველოში ვიზიტისას, კოლომინას მხრიდან განსახილველ საკითხებშია NATO-საქართველოს ურთიერთობები და ვილნიუსის სამიტი. „ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, რეფორმების კუთხით ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება, დემოკრატიული სტანდარტები და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს ის Twitter-ზე.  

ბურჭულაძე კოლომინასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ 2022 წელს ჩატარებული და მიმდინარე სწავლებები

კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას, რომელთანაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ხავიერ კოლომინა თბილისშია „ჩვენ ასევე განვიხილეთ ის ჩატარებული სწავლებები, რაც 2022 წელს საქართველოში ჩატარდა, რომელთაც ვმასპინძლობთ და ვმონაწილეობთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ მათთან ერთად, მათი დახმარებით გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების საშუალებები. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სხვადასხვა ვალდებულებებში, რაც გვაქვს აღებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. „უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  „15 წელია, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რამაც ათასობით ქართველი დევნილად აქცია. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

კოლომინა: NATO საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. მხარეების შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართა, სადაც ეუთოს მინისტერიალი იმართება. „ჩვენ განვიხილეთ NATO-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივულოცე საქართველოს ევროკომისიის ბოლოდროინდელი დადებითი რეკომენდაცია. NATO მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები. ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ არის მოსკოვი იზოლირებული ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. ევროკავშირის პოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე. „თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა. აშშ-ის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.

კოლომინა: NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ დღეს. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ – წერს ხავიერ კოლომინა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.  

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, NATO-სთან თავსებადობის გაზრდა - რაზე ისაუბრეს თავდაცვის მინისტრმა და NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. თავდაცვის მინისტრთან საუბრისას, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი სამთავრობო გუნდის წარმატებულ საქმიანობას წლის განმავლობაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა,“ - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოლომინა კანდიდატის სტატუსზე: გზას უხსნის მომენტუმს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს გვჭირდება

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. კოლომინა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კარგი ამბავია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ეს გზას უხსნის იმ იმპულსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, გამოვიყენოთ 2024 წელს. კოლომინას შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური პროცესის წინ წაწევას. „2024 წელი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს 9 ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც მოთხოვნილია ამ 9 ნაბიჯში. ევროკომისიის გადაწყვეტილება დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს,“ - აღნიშნა კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, ეს არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოსა და NATO-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რადგან სულ რაღაც რამდენიმა დღე, რაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალისხმევას განაგრძობს. „საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც უდა გატარდეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე NATO-საც აქვს. უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე,” - განაცხადა კოლომინამ.  

ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს იწყებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს დღეს საღამოს იწყებს. ინფორმაცია Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაუდასტურეს. კოლომინა საქართველოში ბოლოს მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში. ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან      

პრეზიდენტი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, NATO - საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს. ხავიერ კოლომინამ საქართველოს პრეზიდენტს პირადად მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრისას აღიშნა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით, ქვეყნისათვის მომავალი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის ურყევი მხრდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მცოცავი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება და რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს NATO - საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითრების საკითხებზე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყოს წარმოდგენილი.  

ხავიერ კოლომინა: ჩინეთი უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას

NATO აღიქვამს ჩინეთს, როგორც გამოწვევას, თუმცა მას რუსეთს არ ადარებს. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან უპასუხა მედიის შეკითხვას, თუ როგორ აღიქვამს ალიანსი საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას. მან გაიმეორა ალიანსის პოზიცია, NATO ჩართულია პეკინთან, თუმცა საჭიროა ბალანსი პეკინთან ურთიერთობისას იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არ უნდა შეიქმნას მის ეკონომიკაზე დამოკიდებულების რისკი. „ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია თბილისში ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს. და ამ თვალსაზრისით, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია, პარტნიორი იყოს, შეუძლია, გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. NATO ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ჩინეთი წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების ნაწილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია. მათ იციან და მათ უნდა იცოდნენ რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, დამოკიდებულებების (ჩინეთზე, რედ.) შექმნის რისკები, განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.“

ხავიერ კოლომინა არჩევნებზე, რეფორმებზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და ჩინეთზე

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რეფორმებზე, ვაშინგტონის სამიტზე, NATO-სთან ურთიერთობების პერსპექტივებზე, ჩინეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. კანდიდატის სტატუსი ხავიერ კოლომინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. კოლომინა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კარგი ამბავია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ეს გზას უხსნის იმ იმპულსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, გამოვიყენოთ 2024 წელს. კოლომინას შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური პროცესის წინ წაწევას. „2024 წელი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს 9 ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც მოთხოვნილია ამ 9 ნაბიჯში. ევროკომისიის გადაწყვეტილება დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს,“ - აღნიშნა კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, ეს არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოსა და NATO-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რადგან სულ რაღაც რამდენიმა დღე, რაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალისხმევას განაგრძობს. „საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც უდა გატარდეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე NATO-საც აქვს. უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე,” - განაცხადა კოლომინამ. 2024 წლის არჩევნები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დემოკრატია ფუნდამენტურია. ის იმედოვნებს, რომ 2024 წელს დემოკრატიულ პროცესებს იხილავს. „ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. და გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ, არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არის მესიჯი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს. ეს [არჩევნების თემა] ოპოზიციასთან საუბრების ნაწილი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენადაც არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე, ოპოზიციისა და მთავრობის როლია მნიშვნელოვანი. დემოკრატია ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ერთად მუშაობით ფუნქციონირებს. ამდენად, ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან 2024 წელს ველი, გასატარებელი რეფორმების გამო, რომლებიც მანამდე უკვე ვახსენე, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ 2024 წელი არჩევნებით დასრულდება, და იმედი გვაქვს, რომ რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პროცესს ვნახავთ,” - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. რეფორმები NATO-ს გენმდივნის სპეწარმომადგენლის შეფასებით, რეფორმები გატარდა, თუმცა გაუმჯობესებისთვის სივრცე რჩება. „ვიცით, რომ ქართველებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებში. ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით. უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში. ყველა ეს ასპექტი, როგორც ხედავთ, 9 ნაბიჯის ნაწილია, რომლებშიც ევროკავშირი ქართველებისგან მეტის გაკეთებას ელის. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ ეს რეფორმები გატარდეს. ამავე დონეზე გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება 9 ნაბიჯის შესრულების პროცესს და იმ რეფორმებს, რომლებიც ვახსენე.” ვაშინგტონის სამიტი ხავიერ კოლომინა მომავალ სამიტზე საუბარას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება. „რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი.“    ჩინეთთან საქართველოს პარტნიორობა NATO აღიქვამს ჩინეთს, როგორც გამოწვევას, თუმცა მას რუსეთს არ ადარებს. „ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია თბილისში ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით, გვჯერა, რომ ჩვენს პარნტიორებს და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შესაძლოა, უფრო კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან, რადგან ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, შესაძლოა, იყოს გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ჩართულობა შესაძლებელია. NATO არის ჩართული ჩინეთთან, მაგრამ ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების ნაწილში გამოწვევას, განსაკუთრებით, საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დამოკიდებულებას, როდესაც იქმნება ზოგიერთი ინვესტიცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა და სხვა ქვეყანაში იჭრება. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების თემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია. მათ იციან, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც (ჩინეთზე, რედ.) დამოკიდებულების შექმნის რისკი არსებობს, განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.“ ევროკავშირსა და NATO-ში გაევრიანების პროცედურების შედარებები ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია, მაგრამ  NATO-ს პროცედურები მეტად პოლიტიკურია. ჩვენ ერთი მედლის ორი მხარე ვართ, მაგრამ განსხვავებული პროცედურები გვაქვს, ევროკავშირის პროცედურები გარკვეულწილად უფრო ავტომატურია და ბევრად მეტი დრო სჭირდება, NATO-საც აქვს პროცედურები, თუმცა ეს პროცედურები ნაკლებად ავტომატური და მეტად პოლიტიკურია. ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია. რა მიმართულებით გვსურს წინსვლის ნახვა, ეს იმ დოკუმენტშია გაწერილი, რასაც ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ვუწოდებთ. პირველად ჩვენ წარვადგინეთ ეს დოკუმენტურად, რა სფეროებში გვსურდა რეფორმების დანახვა, შემდეგ საკუთარი პროცესი დაიწყო ევროკავშირმა, რომელიც უფრო მეტად ავტომატურია იმ ნაწილში, რომელიც ეხება იმას, კარი გაიღოს თუ არ გაიღოს. NATO-ს სწრაფად შეუძლია ქვეყნის ინტეგრირება, თუ ვფიქრობთ, რომ ამ ინტეგრაციისთვის ყველაფერი მზადაა და ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში. ამასთანავე, გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ვხედავთ ქვეყანაში მზაობას, იყოს ინტეგრირებული. ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება გარკვეული მოთხოვნების შესრულება და სწორედ ამ პროცესში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინას თქმით, საქართველოს მიმართ მოთხოვნები კვლავ იგივეა. „არ ვფიქრობ, რომ მოთხოვნებს ვცვლით და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა შეცვალა მოთხოვნები. ჩემი აზრით, ჩვენ მსოფლიოს განსხვავებული ლინზიდან ვუყურებთ. ომმა დრამატულად შეცვალა ჩვენი მოსაზრებები გეოსტრატეგიულ ხედვაზე, ეს ცხადია. ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იყო ფუნდამენტური პარტნიორი კავკასიაში, კავკასიის სტაბილურობაში, შავი ზღვის სტაბილურობაში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური სტაბილურობისთვის. ჩვენთვის ეს არ იცვლება და ამიტომაა, რომ საქართველოს მუდმივად ვუჭერდით მხარს და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მოცემულობა არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ ალიანსს. არ მგონია, რომ საქართველოსა და უკრაინაზე მეტად ახლო პარტნიორი ჰყავდეს NATO-ს. და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება მომწიფება. ეს შეიძლება, შეიცვალოს იმ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რომელსაც ვხედავთ. ეს შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ, პროცესი და მოთხოვნები ისევ უცვლელია,“ – განაცხადა კოლომინამ.

NATO-მ საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების გზები განსაზღვრა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან X-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითა, რომ მისი ვიზიტის დროს, NATO-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების გზები გამოკვეთა. „ამ ისტორიული წლოს ბოლოს, თბილისში დაბრუნება კარგია. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ ღარიბაშვილთან, სპიკერ პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩაიშვილთან და თავდაცვის სამინსიტროში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილება მივულოცე. ამასთანავე, გამოვიკვლიე NATO-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების გზები,“ - წერს კოლომინა. ხავიერ კოლომინა არჩევნებზე, რეფორმებზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და ჩინეთზე  

„თუ თავს დაგვესხმებიან ან ჩვენ დაგვემუქრება, ვიმოქმედებთ“ - კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ბაზის შექმნის გეგმაზე

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს. კოლომინა ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. „რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც  ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის NATO-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, NATO-ს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება,“ - განაცხადა კოლომინამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. მისი თქმით, ის, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. „ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში. NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის, ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ, როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში.“  

NATO-ში ველოდებით, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი - კოლომინა

ხომ არ გეგმავს NATO არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას და ზოგადად როგორია თქვენი მოლოდინი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. „ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, არ ვაგზავნით არჩევნებზე დამკვირვებლებს, მაგრამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც შედგება NATO-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებისგან, აქვს შესაძლებლობა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოაგზავნონ საარჩევნოდ დამკვირვებლები. თუმცა, ეს არა NATO-ს, არამედ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტია. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ჩვენ, NATO-ში ველოდებით, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გადავეცით თქვენს ხელისუფლებას. ასეთი არჩევნების მოლოდინი გვაქვს საქართველოში, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში,“ - განაცხადა კოლომინამ. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს  

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. „ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.. რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. „ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

სომხეთი NATO-ს უახლოვდება – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება.„ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ. ელჩმა გაამჟღავნა, რომ ორი მხარე ახლა ახლოსაა ახალი „ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამასთან“, რომელიც განასახიერებს სომხეთის უფრო მჭიდრო პარტნიორობას ალიანსთან. მან არ ისაუბრა სამოქმედო გეგმის დეტალებზე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ის დასახავს "საკმაოდ ამბიციურ მიზნებს." კოლომინას ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. ის დაიმუქრა, რომ NATO-სთან ერევნის დაახლოებას სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მეტი დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. „უკვე ვნახეთ NATO-სთან სიახლოვე ზოგიერთ ქვეყანას რას უკეთებს: კონფლიქტებში ჩაბმა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, ყველა სფეროში უცხოურ გეგმებზე დაყოლიება და, რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობა. უმჯობესი იქნება სომხეთმა რუკა გადაშალოს და დახედოს რეგიონს, რა ქვეყნებს შორის არის. დასავლეთი ყველას აძლევს პირობებს, ნეტავ რომელი მათგანი შესრულებულა და სად," – ამბობს ზახაროვა. ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  

ხავიერ კოლომინა: ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მისი თქმით, NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით. „საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," წერს კოლომინა სოციალურ პლატფორმა X-ზე. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები